თინა კანდელაკი ვლადიმერ პუტინის განკარგულებით დააჯილდოვეს

რუსი ტელეწამყვანი, “გაზპრომის” მედია ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, “მეგობრობის ორდენით” დააჯილდოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ოფიციალურ, იურიდიულ ინტერნეტპორტალზე გამოაქვეყნეს.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, კანდელაკის ორდენი “მედიის განვითარებისთვის და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის მიენიჭა.
“მეგობრობის ორდენით” ასევე დაჯილდოვდნენ სს”გაზპრომ-მედია ჰოლდინგის” გენერალური დირექტორის მოადგილე, იულია გოლუბევა და შპს “იზვესტიას მულტიმედიური საინფორმაციო ცენტრის” გენერალური დირექტორის მოადგილე, ეკატერინე პავლოვა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები