„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა ვაჟის დედა გახდა. აღნიშნული ინფორმაცია უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი. ცოტა ხნის წინ ქვეყანას მოევლინა კოტიკო იოსელიანის და თიკა ბოკუჩავას ვაჟი. მივესალმოთ“, – წერს სოციალურ ქსელში თარგამაძე.
შეგახსენებთ, რომ თინათინ ბოკუჩავას მეუღლე კოტიკო იოსელიანია.