თიკა კანდელაკი, პენსიაზე გასვლის შემდეგ, სოფელში ბატებისა და იხვების მოვლაზე ოცნებობს

რუსეთში მცხოვრები ქართველი ტელეწამყვანი თიკა კანდელაკი სოფელში წყნარ ცხოვრებაზე ოცნებობს. მიუხედავად მისი წარმატებული ტელეკარიერისა და პირადი ბიზნესისა, კანდელაკი უკვე ფიქრობს, სად და როგორ გაატარებს ცხოვრებას მას შემდეგ, რაც ის პენსიაზე გავა.

საკუთარი გეგმების შესახებ კანდელაკმა თაყვანისმცემლებს თავისი ბლოგის მეშვეობით აუწყა.

როგორც აღმოჩნდა, ტელეჟურნალისტი სოფელში სახლის ყიდვაზე და ბატებისა და იხვების მოვლაზე ოცნებობს. თაყვანისმცემლებმა მას ინტერნეტის მეშვეობით ამ კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და რჩევები მისცეს.

თიკა კანდელაკი ამჟამად მხოლოდ 40 წლისაა და პენსიამდე მრავალი წელი აკლია. სანამ ის მოკრძალებულ ოცნებას აისრულებს, საკამოდ დატვირთული გრაფიკი და საინტერესო ცხოვრება აქვს.

12483448_1107158155995694_1290221423_n

კომენტარები

სხვა სიახლეები