გელა დაიაური სოციალურ ქსელში დუშეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:
“ვერც სიტყვით და ვერც საუბრით გადმოვცემ იმ სულიერ სიმძიმეს, რაც მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია ჩემში , თითქოს ძველი ჭრილობა გამეხსნა… სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვილთა ოჯახებს და ვუთანაგრძნობ …”
შეგახსენებთ, რომ გელა დაიაურმა შატილში რამდენიმე წლის წინ ოჯახის წევრები დაკარგა უბედური შემთხვევის შედეგად.
გუშინ, 23 აგვისტოს შატილიდან თბილისისკენ მიმავალი მიკროავტობუსი ხევში გადაიჩეხა. შედეგად გარდაიცვალა 17 ადამიანი, 3 კი ამ დრომდე სიცოცხლისთვის იბრძვის.