“თითოეულმა ადამიანმა დღეს უნდა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის ვინაობა და ნომერი” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელძე აცხადებს, რომ თითოეულმა მოქალაქემ აუცილებელია, იცოდეს, ვინაა მისი ოჯახის ექიმი, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მას მიმართოს.

“თითოეულმა ადამიანმა დღეს უნდა იცოდეს, თავისი ოჯახის ექიმი ვინ არის და მისი ტელეფონი. გარდა იმისა, რომ ურეკავს “112”-ს და “112” ამისამართებს ოჯახის ექიმთან, ვინც იცის და უნდა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმი, რომ სწრაფად, როდესაც ეწყება სიმპტომები, არ არის საჭირო, რომ ვეძებოთ სად ჩავიტაროთ ტესტი, სად წავიდეთ, დავურეკოთ ოჯახის ექიმს და ვიმოქმედოთ მისი დარიგების მიხედვით”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები