თვითმფრინავის გაფრენა „ზედმეტი“კატის გამო გადაიდო

კიევის აეროპორტში გადაიდო რეისი კიევი-ანკარა იმ კატის გამო, რომელიც ერთ-ერთ მგზავრს თვითმფრინავში ჰყავდა. უკრაინული მედიის ცნობით, ავიაკომპანიის წესებით, ერთი ბილეთით ექვსზე მეტი ცხოველის გადაყვანა აკრძალულია. თუმცა, მამაკაცს, რომელიც რეისის გაფრენის გადადების მიზეზი გახდა, ბარგის განყოფილებაში შვიდი კატა ჰყავდა ჩაბარებული.
მგზავრი უცხო ქვეყნის მოქალაქე აღმოჩნდა, ის ორი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა ავიაკომპანიის და პოლიციის თანამშრომლებს. მგზავრების ნაწილმა მას მხარი დაუჭირა, ხოლო მგზავრების მეორე ნაწილი, რეისის გადადების გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა.
დამღლელი მოლაპარაკებების შედეგად, ავიაკომპანიამ გადაწყვიტა წესები დაერღვია და „ზედმეტი“ კატა მიეღო.

კომენტარები

სხვა სიახლეები