ავსტრალიაში მამაკაცი დააკავეს, რომელიც თავს ცნობილ კანადელ მომღერლად ჯასტინ ბიბერად ასაღებდა. მას ბრალი წაუყენეს სექსუალური ხასიათის 931 დანაშაულში. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
კვინსლენდის შტატის პოლიცია იუწყება, რომ 42 წლის ბიბერის ორეული ბავშვებს უკავშირდებოდა და მათ თამამი ფოტოების გამოგზავნას სთხოვდა. მათ „ცრუ ბიბერი“ ფეისბუქის, სკაიპის და სხვადასხვა სოციალური ქსელით უკავშირდებოდა.
სექსუალური ძალადობის მცდელობის გარდა, მამაკაცს ბრალი ედება სამ გაუპატიურებაში.
ცნობისთვის, ნამდვილი ჯასტინ ბიბერი სამართალდამცველი ორგანოების ყურადღების ცენტრში ასევე ხშირად ხვდება. 23 წლის მომღერალი ლიმუზინის მძღოლის ცემასა და არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაშია ეჭვმიტანილი.
სხვა სიახლეები