თვითმარქვია „კრიმინალურმა ავტორიტეტმა” “კანონიერი ქურდის” ტიტულები ფულის სანაცვლოდ ონლაინ დაარიგა

აფერისტი სომხეთიდან, რომელმაც თავი კრიმინალურ ავტორიტეტად გაასაღა, ფულს იმით შოულობდა, რომ მსურველებს კრიმინალურ ტიტულს ფულის სანაცვლოდ სთავაზობდა.

მისი „კლიენტები“, ძირითადად, რუსი მოზარდები იყვნენ.
იმისათვის, რომ მსხვერპლს მის კრიმინალურ ბიოგრაფიასთან დაკავშირებით ეჭვი არ გასჩენოდა, ამ უკანასკნელმა თავისი სახლის სარდაფი ციხის კამერასავით გააფორმა. „პატიმრების“ როლს კი მისი ახლობლები ასრულებდნენ.

ტიტულის მინიჭება “სკაიპის“ საშუალებით ხდებოდა. სხვადასხვა ტიტული 100–დან 500 დოლარამდე მერყეობდა, გააჩნდა სურვილს.

„კანონიერი ქურდის“ ტიტული კი 5 ათასი დოლარი ღირდა. მან მსგავსი თანხა ორჯერ მიიღო.

კომენტარები

სხვა სიახლეები