თვალცრემლიანი პატარები დედამ გასაშვილებლად გაიმეტა – „დედა ძალიან გვენატრება” (ვიდეო)

ბავშვებს, რომლებიც დედამ გასაშვილებლად გაიმეტა, მცხეთაში, სოფელ ძალისში ბებია მძიმე პირობებში ზრდის. ახლა კი მათ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. ბავშვების ბებიის თქმით, გოგონა სკოლიდანაც გამოიყვანა. ბავშვებს დედა ენატრებათ.

„ჩემი დაიკო იმიტომ ტირის, რომ დედამ მოატყუა, არ მოვიდა, არც დაენახა, ძალიან გვენატრება ჩვენი დედა, იმას არ ვენატრებით, ბებია გვზრდის და ის ძალიან გვიყვარს, ფული არ აქვს, რომ კანფეტები გვიყიდოს“, – ამბობს გიორგი ნადიბაიძე.

ბებია, ეკატერინე გოზალიშვილი ამბობს, რომ დედა ბავშვების გაშვილებას აპირებდა.

„საგარეჯოს რაიონში აშვილებდა და წამოვიყვანეთ ჩვენ, თვითონ თბილისშია, სუროგაციას ეწევა“ – აცხადებს ბავშვების ბებია.

წყარო: “ობიექტივი”

კომენტარები

სხვა სიახლეები