“თვალიდან არ ამომდის შემზარავი კადრები” – რას ჰყვება სენაკში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველი

სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ნო­სირ­თან მომ­ხდარი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შესახებ თვითმხილველი ქეთი სესიაშვილი გარდაცვლილი ორი ახალგაზრდის შესახებ საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” პოსტს წერს.
“ვაიმეეე… თვალიდან არ ამომდის შემზარავი კადრები… ვაიმე, შვილებოოო, შოთა, ვალერი, რა სიმწარე ნახეთ… დასასჯელები არიან საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები, თუ რა ვიცი, რა ქვიათ.. მე თავად შევესწარი უკვე მომხდარ ტრაგედიას… ეს რა ვნახე… ავტობანზე სწორ გზაზე მოდიხარ და უცებ გზის ორივე მხარეს ამოთხრილებია გზის გარკეული მონაკვეთები და ასეა მიტოვებული… ავტობანზე მიდიხარ დაშვებული სისწრაფით, არ ელოდები არანაირ დაბრკოლებას, რადგან არც გამაფრთხილებელი ნიშნებია და არანაირი საგზაო ნიშანი და უცებ აწყდები საავარიო სუტუაციას…უკვე ვეღარ ირიდებ მოსალოდნელ ტრაგედიას… და, აი, შედეგიც: ადგილზე ცოცხლად ამომწვარი ბიჭები, 21 წლის შოთა მაჩიტიძე და 25 წლის ვალერი თუშიაშვილი, რომლებიც წუთების წინ სიცოცხლით ტკბებოდნენ და ვიღაცების უცოდინრობასა და სამსახურებრივ გულგრილობას შეეწირნენ… ეს უმძიმესი ტრაგედიაა ტრაგედიათა შორის… ფერიცვალობა უნდა დამდგარიყო და ვიღაცების უტვინობით ასე იცვალა ფერი სამყარომ თქვენთვის, ჩემო ლამაზებო.., არ გიცნობდით, მაგრამ ხომ ჩემი ლამაზი ქართველი ვაჟკაცები ხართ – იყავით, სანთელი და საკმეველი თქვენს ლამაზ სულს… როგორ ეწამეთ, როგორ.. ვაი, თქვენს მშობლებს, შვილებო.. ეს რა დილა გაუთენდათ გუშინ… თვალებიდან არ ამომდის ეს შემზარავი კადრები… დახრუკული ლამაზი ვაჟკაცები…პასუხი აგებინეთ სასწრაფოდ დამნაშავეებს საგზაო დეპარტამენტისა თუ სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს, სამსახურებრივი გულგრილობისა და არაპროფესიონალიზმის გამო… კიდევ რამდენი ტრაგედია უნდა მოხდეს, მითხარით! 21 წლის შოთა მაჩიტიძე და 25 წლის ვალერი თუშიაშვილი – დაღუპულთა ვინაობა ცნობილია უკვე”, –   წერს ქეთი სესიაშვილი თავის “ფეისბუქგვერდზე”.

ავარიას ავტობანზე ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ერ­თმა­ნეთს ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, რომელსაც ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. ერთ-ერთ მან­ქა­ნა­ში მსხდო­მებ­მა გად­მოს­ვლა მო­ას­წრეს და ისი­ნი მსუ­ბუ­ქად არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­ვე მან­ქა­ნა გაზ­ზე იყო მო­მუ­შა­ვე. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით და­ი­წყო.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები