თერჯოლაში მიცვალებულები აერიათ

თერჯოლაში მიცვალებულები აერიათ. მომხდართან დაკავშირებით „პრაიმტაიმი” წერს. 

საავადმყოფოს დირექტორი დავით სარიშვილი გამომცემლობასთან განმარტებას აკეთებს:

„ასაკოვანი ქალი და მამაკაცი ნახევარ საათიანი ინტერვალით გარდაიცვალა. ქალის შვილებმა ვერ მოიცალეს და დამკრძალავი ბიურო გამოაგზავნეს. მიცვალებული დაცვამ მოიყვანა მანქანასთან, სადაც იქვე ნახეს რომ სხვა მიცვალებული იყო და იქვე გამოსწორდა ეგ ამბავი. არანაირი არევა არ ყოფილა ეს არის ტყუილი და ვის რაში აწყობს არ ვიცი”,- ამბობს დავით სარალიძე.

ფაქტი სოფელ ახალ თერჯოლაში მოხდა.

წყარო: “Primetime”

კომენტარები

სხვა სიახლეები