თეონა მუსელიანს საზოგადოების თანადგომა სჭირდება – მძიმე დაავადების დასამარცხებლად მას საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება
თეონა მუსელიანს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. ინფორმაციას თეონა თავად ავრცელებს და მძიმე სენის დამარცხებაში ხალხის დახმარების იმედი აქვს.
მას დაუდგინდა იუნგის სარკომა. უკვე ჩაიტარა ორი ოპერაცია, ასევე გაიარა ქიმიოთერაპიის კურსი, რამაც ამ ეტაზპე, სამწუხაროდ, შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელი კომბინირებული მკურნალობის კურსის გასავლელად ესაჭიროება საზღვარგარეთ გამგზავრება.
თეონა მუსელიანი ახალგაზრდა მხატვარ-დიზაინერია. ასევე მოქმედი მოცეკვავე-ქორეოგრაფი. მძიმე დაავადების გამო, თეონა ყველა მის საქმიანობას იძულებით ჩამოსცილდა.
დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი
GE04BG0000000594641293 მიმღები – ცირა მუსელიანი
თიბისი ბანკი
GE47TB7413345068100038 მიმღები – თეონა მუსელიანი