თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა

თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს:

“კორონავირუსი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ქალბატონ ანა თოფურიასაც დაუდასტურდა.

ქალბატონ ანა თოფურიას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ აწუხებს და ისიც სახლში მკურნალობს.
რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძეს, მას გუშინ ხველა, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურა 37.8 გრადუსი აღენიშნებოდა.
ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს, თუმცა, სხეულის ტემპერატურა შედარებით დაბალია.
თენგიზ ცერცვაძე და ანა თოფურია სახლის პირობებში შესაბამისი დადგენილი გაიდლაინისა და პროტიკოლის მიხედვით მკურნალობენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები