ბიზნესმენი თემურ ჭყონია ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს საქციელს აკრიტიკებს.
“ვითომ რაღაც გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო. ჯერ ერთი, უწესობაა მაშინ, როცა მთელი ჩემპიონატის სპონსორია “კოკა-კოლა”. მეორეც, არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ელვის პრესლი უკეთებდა რეკლამას “კოკა-კოლას” და ვინ არის რონალდუ ელვის პრესლისთან? ნული. მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და ახლა დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში. ვითომ მაგარია. მაგასაც ვნახავთ, ჩემპიონატი რომ დამთავრდება, როგორი მაგარია”,- განაცხადა თემურ ჭყონიამ, რომელიც “კოკა-კოლასა” და “მაკდონალდსის” ფრანჩაიზს ფლობს, “ბიზნეს ფორმულასთან” საუბარში.
ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე კოკა-კოლა გვერდზე გადადო და საზოგადოებას წყლის დალევისკენ მოუწოდა. აღნიშნულის გამო კომპანიამ რამდენიმე მილიარდი დოლარით იზარალა.