ბიზნესმენი თემურ უგულავას და 19 წლის მოდელის, ნინი ნებიერიძის სიყვარულის შესახებ მედიაში ბევრი იწერებოდა. თავად ნინი ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებდა.თუმცა როგორც ჩანს საიდუმლოს შენახვა მოდელმა დიდი ხნით ვერ შეძლო. ცოტა ხნის წინ ნინომ “ფეისბუქზე” თემურ უგულავასთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, წარწერით: “გავთხოვდი”.
თემოს და ნინოს უამრავი ადამიანი ულოცავდა. მათ შორის იყო ნანუკა გოგიჩაიშვილ:”ვაფრენ ეგეთ გათხოვებაზე… გილოცავ” , – წერს ნანუკა. წყვილს გაბედნიერება არქიმანდრიტმა ანთიმოზმაც მიულოცა. “გაიხარე ნინი, გილოცავ!”, – წერს ფოტოს კომენტირებისას არქიმანდრიტი.
სხვა სიახლეები