თელაველმა ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტენებში ცხვარი შემოხაზა

თელავის მკვიდრმა, სამოქალაქო აქტივისტმა არჩილ მჭედლიშვილმა, თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და სამივე ბიულეტენში სიტყვა – ცხვარი შემოხაზა. ანალოგიური ქმედებისკენ მან სხვა ამომრჩევლებსაც მოუწოდა.
როგორც თავად მჭედლიშვილი განმარტავს, ამგვარად ის აპროტესტებს ქალაქ თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას.
“თელავი უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქი. შესაბამისად, არ ვემხრობი და არ ვიზიარებ ქალაქისა და თემის გაერთიანების ინიციატივას, ამიტომ პროტესტის ნიშნად ბიულეტენებში ჩავწერე და შემოვხაზე ცხვარი. ეს არის ჩემი სამოქალაქო პოზიცია”, – აცხადებს ​არჩილ მჭედლიშვილი.​
​როგორც ინტერნეტპორტალი knews.ge იტყობინება, მჭედლიშვილმა სამივე საარჩევნო ბიულეტენში სიტყვა ცხვარი თავად ჩაწერა და შემოხაზა.

კომენტარები

სხვა სიახლეები