“ეს დღეც წავიდა… მჯერა, ხვალ უკეთესად იქნება ყველაფერი…”, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეიკო ანჯაფარიძე.
“აღარ უნდა ვთქვთ, რომ ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. დღეები იცვლება და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთად. გვიჩნდება და გვიქრება ემოციური კავშირები. მოდიან და მიდიან ადამიანები, ზოგი მგზავრია, ზოგმა ჩაგვიარა, მაგრამ კვალი მაინც დატოვა, ზოგიც მოდის და სამუდამოდ რჩება.
თუმცა, როგორც ამბობენ, არც არაფერია მუდმივი და არც არაფერია დროებითი ამ ცვალებად სამყაროში. ჩვენც უბრალოდ საიდანღაც მოვდივართ და სადღაც მივდივართ.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთის გრძნობებს, დამოკიდებულებებს, არც სხვას გადავაბიჯოთ და არც საკუთარი თავი დავივიწყოთ, არ ღირს… ეს დღეც წავიდა… მჯერა, ხვალ უკეთესად იქნება ყველაფერი…#განწყობა #იზოლაციისდღეებისქრონიკა #ესგაზაფხული”, – წერს ჟურნალისტი.