თეა წულუკიანი: შვილის ყოლა და ოჯახის შექმნა არასდროსაა გვიანი

„თუ ჩემი მაგალითი სხვა ქალებს მისცემს იმის განცდას, რომ არასდროს არ არის შვილის ყოლა გვიანი, არასდროსაა ოჯახის შექმნა გვიანი, ბედნიერი ვიქნები, რადგან ეს სტერეოტიპიც არსებობს“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა.
თეა წულუკიანმა საზოგადოებას მისი 9 თვის შვილი, მერიკო გააცნო:
„ძალიან მიხარია, რომ გოგო მყავს, რადგან ვფიქრობ, უფრო მეტი ქალი სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ და უფრო მეტი ქართველი იყოს ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის აუცილებელია ბევრი, ჯანმრთელი, განათლებული და ძლიერი ქალი. მას ჰქვია ჩემი გამზრდელი ბებიის სახელი-მერიკო, რაც ასევე ძალიან მიხარია იმიტომ, რომ ის ასრულებს სიმბოლურად იმ როლს, რომ მომავალში მიაქვს წარსული, რომელიც მუდამ მინდა იყოს ცოცხალი. ასევე ვფიქრობ, თუ ჩემი მაგალითი სხვა ქალებს მისცემს იმის განცდას, რომ არასდროს არ არის შვილის ყოლა გვიანი, არასდროსაა ოჯახის შექმნა გვიანი, ბედნიერი ვიქნები, რადგან ეს სტერეოტიპიც არსებობს…“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები