თეა ფირცხალავა: გიორგი კანდელაკი და ელენე ხოშტარია არიან საქართველოს სიამაყე და გიორგი გახარია – საქართველოს სირცხვილი?
ჟურნალისტი თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენას და მის შემდგომ შეფასებებს ეხმაურება. ის ,,ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს და აცხადებს, რომ მათ ყოველთვის საბოტაჟი ამოძრავებთ, ხალხი კი ,,ნაციონალების” მხარეს არ დადგება.
,,ესე იგი, გიორგი კანდელაკი და ელენე ხოშტარია არიან საქართველოს სიამაყე და გიორგი გახარია – საქართველოს სირცხვილი?
მართლა რა სამარცხვინოები ხართ სრულიად გაკოტრებულო ბეჩავებო, იმდენადაც კი, რომ თქვენდამი ოდნავი თანაგრძნობის და თანადგომის სურვილი და განცდა არ გიჩნდება ნორმალურ ადამიანს…
თქვენ – ნაციონალებს და მათ მორჩილ “მრევლს” – ნებისიერ დროს – მხოლოდ ერთი რამ გამოძრავებდათ და გამოძრავებთ – საბოტაჟის, რევოლუციური არეულობის და სისხლის დაღვრის ჟინი… თქვენს მოძრაობას “სისხლით გაუმაძღართა პარტია” უნდა ერქვას…
ჩემი სრული მხარდაჭერა გიორგი გახარიას!!!
არანაირი თანადგომა საქართველოს სირცხვილს – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მის განშტოებებს.
რაც მთვარია, მოეშვით ხალხის სახელით საუბარს!!!
ხალხი არასოდეს დადგება თქვენს გვერდით!!!
სანამ ნაციონალების დანაშაულობების მომსწრე თუნდაც ერთი ოჯახი ცოცხალია, ნაციონალური მოძრაობის ვერცერთი ფრთა ვერასოდეს მოვა ხელისუფლებაში.
ტყუილად ხვანცალებთ და ხუნტრუცობთ, არაფერი გამოგივათ!!!
წერტილი!!!,” – წერს ფირცხალავა.