თბილისში 2 გიურზა დაიჭირეს – როგორ დავიცვათ თავი ცოფიანი ძაღლებისა და შხამიანი გველებისგან

ზაფხულის მოსვლასთან ერთად, ქვეწარმავლების მომრავლების საკითხი აქტუალური ხდება, აღნიშნულს დაემატა ის საკითხიც, რომ თბილისში რამდენიმე ძაღლს ცოფის ვირუსი დაუდგინდა.

რა შემთხვევაშია ცოფიანი ცხოველის ან გველის ნაკბენი საშიში და რა უნდა გავაკეთოთ, თუ რომელიმემ გვიკბინა. ამის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ მედიაცენტრ „მთავარში“ ისაუბრა.

„99 % ცოფის ადამიანზე გადაცემის არის ძაღლისგან მომდინარე, მსხვერპლის 40% მოდის 15 წლამდე ბავშვებზე, რომლებიც ხშირად მალავენ ფაქტებს. ხშირად ეშინიათ, რომ მათ მშობელი დატუქსავს იმიტომ, რომ ცხოველმა გაკაწრა. ხშირად ეშინიათ ნემსის და ფიქრობენ – „მერე რა, ცხოველმა გამკაწრა“.

დაკაწვრადადორბლვადაკბენა – სამივე არის ცოფის გადაცემის საშუალება. ამიტომ ჩვენი შვილები უნდა გავაფრთხილოთ და აუცილებელია, გავუკეთოთ აცრა“, – ამბობს ვახტანგ ლომჯარია.

მისი განცხადებით, 22 ივნისის მონაცემებით დედაქალაქში სულ 188 ქვეწარმავალი დაიჭირეს, მათგან 2 –  გიურზა.

„22 ივნისის მდგომარეობით, სააგენტომ უკვე 188 ქვეწარმავალი დაიჭირა, მათი უმრავლესობა არის უფეხო ხვლიკი, რომელიც არანაირ საშიშროებას  წარმოადგენს. შხამიანი გველები თითზე ჩამოსათვლელია, ერთადერთი რეალური საფრთხე არის გიურზა.

ჩვენ თბილისში წელს დავიჭირეთ ორი გიურზა, ერთი – სვანეთის უბანში და მეორე – გლდანში.

ძალიან იშვიათად გვხვდება შხამიანი გველები, წელიწადში სულ 10-ზე ნაკლები.

გიურზას აქვს გამოხატული წვრილი კანი, სამკუთხედის ფორმის თავი, წვრილი კისერი და მოკლე კუდი.

ერთადერთი რეალური საფრთხე, რაც შეიძლება, თბილისში შეგვხვდეს,  არის გიურზა.

თუ გვინდა, შევამციროთ რისკები, ეზოში  უნდა შევკრიჭოთ ბალახი დაბალზე, დავიცვათ სანიტარული ნორმები. ნაგავი და ნარჩენები ტერიტორიიდან გავიტანოთ“, – განაცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები