ვაკეში, თაყაიშვილის ქ. 4ა-ში გაიხსნა ევროპული სტანდარტის ცხოველების სილამაზის სალონი , სადაც, როგორც სალონში აცხადებენ, ყველა პირობაა შექმნილი ცხოველის მეპატრონის კომფორტისა და მათი ოთხფეხა მეგობრის გალამაზებისათვის.
სალონში, სახელწოდებით – ”ჰოთ დოგს” შინაური ბინადრების მფლობელთათვის სხვადასხვა მომსახურებაა ხელმისაწვდომი. თუ აქამდე ძაღლის დაბანასა და გალამაზებაზე მეპატრონესვე უწევდა ზრუნვა, ამიერიდან ამას ”ჰოთ დოგს”-ის სტილისტები და ვეტერინარები გააკეთებენ.
სალონში ცხოველებს დაბანენ, დავარცხნიან ბეწვს, გაუსუფთავებენ ფრჩხილებსა და ყურებს, გაუწმენდენ კბილებს, ჩაუტარებენ ბეწვის ცვენის საწინააღმდეგო და ბზინვარებისთვის საჭირო პროცედურებს. სპეციალური ხსნარის საშუალებით დაამუშავებენ პარაზიტებზე.
როგორც ”ჰოთ დოგს”-ში ამბობენ, შესაძლებელია, პატრონის სურვილისამებრ დეკორატიულად შეიღებოს ცხოველი, ბეწვისთვის სრულიად უვნებელი საღებავებით. სალონში ასევე შესაძლებელია ოთხფეხა მეგობრისთვის ტანსაცმლისა და სხვა აქსესუარების შეძენა.