სუპერმარკეტ “GL”-ის ვარკეთილის ფილიალის დაცვის თანამშრომელი მიუსაფარ ძაღლს ჯოხით უმოწყალოდ სცემს. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე ვახტანგ მამალაძე აცხადებს, რომ სამართალდამცველების მხრიდან ამ ფაქტს რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„ეს ფაქტი მართლაც ამაზრზენია! ჩვენი უმოქმედობა ცუდ შედეგს გამოიღებს. აუცილებლად მოქმედებაა საჭირო, სამართალდამცველების ჩართულობა. ამ ფაქტთან დაკავშირებით საჭიროა საზოგადოების ჩართულობა. კადრების სოციალურ ქსელში გავრცელება და ამ მოქალაქის ვინაობის დადგენაა საჭირო, რათა ყველამ იცოდეს, რომ ეს ადამიანი ცხოველთმოძულეა!“ – აცხადებს მამალაძე.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=lhYmAWjCbE4&feature=youtu.be[/youtube]