თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა – რა წესების დაცვა მოგიწევთ

დედაქალაქში დღეიდან ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, თუმცა მგზავრებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მეტროში საპატრულო პოლიცია მგზავრობის მსურველებს პირბადის გარეშე არ შეუშვებს.

„იმედი მაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროსაც ყველა ის მოთხოვნა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება. ავტობუსებს რაც შეეხება, აქ ერთადერთი მოთხოვნაა პირბადით ასვლა. დისკომფორტი, რაც შეიძლება იყოს, ეს არის კონდიცირების არ ჩართვა.

ფანჯრები იქნება მაქსიმალურად ღია, რომ მოხდეს განიავება, რადგან კონდიცირება ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი საფრთხეა. მეტროშიც, საპატრულო პოლიცია დაგვეხმარება და მოქალაქეებს პირბადის გარეშე არ შეუშვებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები