სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში დღეს თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. მომდევნო დღეების განმავლობაში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია მცირე თოვლი და ნისლი.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მოსალოდნელია მცირე თოვლი და ნისლი, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამის სიჩქარით. ტემპერატურა ბარში და მთაში 2-7 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში გვექნება ზოგან -5 გრადუსი ყინვა.
რაც შეეხება დედაქალაქს, დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. შესაძლებელია დილის საათებში მცირე თოვლჭყაპი და ნისლი, იქროლებს სამხრეთ აღმოსავლეთის ქარი. დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6 გრადუსს მიაღწევს. მომდევნო დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.