სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მოქალაქე პრეზერვატივის ყუთებს ნემსით ხვრეტს და მაღაზიის ვიტრინაში აბრუნებს.
ვიდეო მამაკაცმა თავად ატვირთა, წარწერით – “რითაც შემიძლია, გეხმარებით გამრავლებაში.“
ვიდეოს სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა – ავტორმა მოგვიანებით გაავრცელა facebook პოსტი და განმარტა, რომ ეს იყო ხუმრობა და დაზიანებული პროდუქცია მან თავად შეიძინა. ამის დამადასტურებელი პროდუქციის ფოტო და შესყიდვის ქვითარიც წარადგინა.