თბილისში მანქანამ ძაღლი გაიტანა და ცოცხალ-მკვდარი შუა გზაზე მიატოვა, – ამის შესახებ თვითმხილველი ქეთი ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებთან ერთად სტატუსს აქვეყნებს.
როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, მან ცხოველი “ომეგა მოტორსის“ წინ ცენტრალურ გზაზე, ცოცხალ-მკვდარი ნახა.
მიუხედავად ოთხფეხა შინაური ცხოველის მძიმე მდგომარეობისა, მის დასახმარებლად არავინ გაჩერდა. თვითმხილველი მადლობას უხდის თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სწრაფი რეაგირებისთვის.
“არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო ფაქტი, რომელიც დღეს დილას მოხდა: აღმაშენებლის ხეივანზე, „ომეგა მოტორსის“ წინ ცენტრალურ ტრასაზე ეგდო ძაღლი დამტვრეული და გადაგლეჯილი ფეხებით, მძღოლები შესანიშნავად ხედავდნენ, რომ ცხოველი იყო ცოცხალი და წამოდგომას ცდილობდა. რცხვენოდეს თითოეულ მძღოლს, რომელმაც დღეს დილას ამ გზაზე გაიარა დაინახა ეს ძაღლი, როგორ საცოდავად ცდილობდა წამოდგომას და გულგრილად ჩაუარა თავისი მანქანით, თავისი ცხოვრების სულ რაღაც 10 წთ ვერ გაიმეტა იმისთვის, რომ მარტივი ადამიანური დამოკიდებულება გამოეხატა! და ამასთან ეზრუნა საავარიო საშიშროების აღმოფხვრაზე! სულ სამი ადამიანი შეგვაწუხა ამ ამბავმა და ვიკადრეთ და გავაჩერეთ მანქანები და შევძელით, რომ დავხმარებოდით ამ საყვარელ არსებას. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, რომელიც ძალიან სწრაფად მოვიდა ადგილზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უსაყვარლესი ძაღლი გადარჩება! გულს მიკლავს ჩვენი მძღოლების გულგრილობა!!!! ნუთუ ასე რთულია გააჩერო მანქანა და უბრალოდ ცენტრალური ტრასიდან მაინც გადაიყვანო ცხოველი, რომელიც ყველაფერთან ერთად ავარიის საშიშროებას ქმნის! აღარაფერს ვიტყვი იმ მძღოლზე, რომელმაც გაიტანა ეს ცუგო და დატოვა შუა გზაზე! ყველამ კარგად ჩაიხედოს საკუთარ გულში! ცუდი შემთხვევები ყველას მოსდის, ყველას უხდება სწრაფად რთული გადაწყვეტილების მიღება გზებზე დიდი მოძრაობის დროს, მაგრამ გულგრილობა, უგულობა, უპასუხისმგებლობა ყოვლად მიუღებელია! არც ისე რთულია შეასრულო ძალიან მარტივი ადამიანური და მოქალაქეობრივი ვალი”, – წერს ქეთი ჯანელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
სხვა სიახლეები