ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “თანასწორობის მოძრაობის” მხარდაჭერით 31 მარტს თბილისში კონკურსი “მის ტრანსგენდერი 2017” გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოვლინდებიან გამარჯვებულები ნომინაციებში:
„მის ტრანსგენდერი 2017“ „ორგანიზატორების რჩეული“
„მონაწილეთა სიმპათია“
ჟიურის წევრები: ნინო ჭელიძე (მის დეკოლტე 2016), დიანა დავითაძე, Ozzy MisterCrowley-ი, დავით ვერძაძე და მარიამ საჯაია იქნებიან.
როგორც მარიამ საჯაიამ აღნიშნა, ის არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ წევრია და აღნიშნული ღონისძიების გამართვის იდეას, მისმა ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა.
„მე ვარ „თანასწორობის მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, ჩვენი ორგანიზაცია ღონისძიების მხარდამჭერია, ორგანიზატორებმა შემომთავაზეს ჟიურის წევრობა და მეც დავთანხმდი“ – აცხადებს მარიამ საჯაია. რაც შეეხება ღონისძიების დამატებით დეტალებს, მარიამ საჯაია დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
„კვირა +“ -თან „მის დეკოლტე 2016“ – ნინო ჭელიძე საუბრობს, თუ როგორ მოხვდა ჟიურის შემადგენლობაში.
„31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა აქცია, ჟურნალისტი ვარ და მისული ვიყავი გასაშუქებლად, დიდი მასალა მოვამზადე.. წელს დამიკავშირდნენ და ჟიურის წევრობა შემომთავაზეს და მეც დავთანხმდი“ -აღნიშნა ნინო ჭელიძემ.
სხვა სიახლეები