დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში, სოფელ დიღომში კორონავირუსით ინფიცირებულთა ე.წ. კლასტერი გაჩნდა.
გამყრელიძის თქმით, ინფიცირების შემთხვევები დაბადების დღეს უკავშირდება.
„გვაქვს თბილისში კლასტერი სოფელ დიღომში. დაბადების დღესთან იყო დაკავშირებული. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იყვნენ კლასელები, ოღონდ არა – ახალგაზრდები. იყო ინფიცირება. მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია. ამ ეტაპზე, სტაბილიზებულია მდგომარეობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.