თბილისში გადაუღებლად თოვს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს დედაქალაქში თოვს. თბილისის გარეუბნებში თოვლმა უკვე შესამჩნავად დაფარა მიდამო. როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, თოვა 20 იანვარს, დღის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება.
„საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი. ზოგიერთ რაიონში იქროლებს ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ქარბუქი, ზღვაზე კი 4–6 ბალიანი შტორმი.
ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”,- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

სხვა სიახლეები