დასაქმების საიტ jobs.ge –ზე განცხადება განთავსდა, რომლითაც ოჯახი ოთხი წლის გოგონასთვის ძიძას ეძებს. განცხადების შინაარსში ერთი შეხედვით უცნაური არაფერია, რომ არა მოთხოვნების ჩამონათვალში მოცემული შემდეგი წინადადება: „კარგი მეტყველების უნარი (არ უნდა ჰქონდეს კუთხური კილო და დიალექტი)“. განცხადებამ სოციალური ქსელის მომხმარებლებში მითქმა-მოთქმა გამოიწვია.