სახალხო დღესასწაული „თბილისობა-2015“ 17-18 ოქტომბერს გაიმართება.
ბავშვებს რიყის პარკში გასართობი პროგრამა და სპორტული აქტივობები ელოდებათ. მოეწყობა ლიტერატურის გამოფენა, თოჯინების სპექტაკლი, სასულე ორკესტრის კონცერტი და მარიონეტების თეატრის წარმოდგენა. 17 ოქტომბერს 15:00 საათზე, მუშტაიდის ბაღში ინკლუზიური სპექტაკლის „პატარა უფლისწულის“ შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება. თბილისობის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული ღონისძიებებიც, რომლებსაც რიყის პარკი უმასპინძლებს. 17 და 18 ოქტომბერს 12:00 საათიდან, ქუჩის კალათბურთი, ასევე ჭადრაკსა და ჭიდაობაში ღია ტურნირები გაიმართება.
https://www.youtube.com/watch?v=-n-lvjajfe4&feature=youtu.be