Tbilisi Flea Market
6 სექტემბერს თბილისის დედაენის ბაღში ტრადიციულად Tbilisi Flea Market (თბილისის „ძველმანების ბაზარი“) გაიმართა.
ადგილი, სადაც სიამოვნებას მიიღებთ ისეთი ნივთების გაყიდვით, რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ ან პირიქით, შეიძენთ იმას, რაც ხელმისაწვდომი აღარაა მაღაზიებში. სიამოვნებას მოგანიჭებთ ასევე უჩვეულო და მოულოდნელ საგნებთან შეხვედრა. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება.
კვირადღეს ბევრისთვის დედაენის ბაღში სტუმრობა უკვე ტრადიციად იქცა. აქ აღმოაჩენ აქამდე არნახულ ნივთებს, დააგემოვნებ ადგილზე დამზადებული კერძებს, შეიძენ მეგობრებს და დასაჩუქრდები ბევრი ღიმილითა და უანგარო სიყვარულით! Fuse Tea Color Marathon ამავე დღეს ჩვენი დედაქალაქის ცენტრალურმა ქუჩებმა ფერად მარათონ Fuse Tea Color Marathon-ს უმასპინძლა. თავისუფლების მოედნიდან სტარტი აიღო ყველაზე მხიარულმა, ფერადმა და ლამაზმა მარათონმა, რომელიც ვარდების რევოლუციის მოედანზე დასრულდა. ფერების ფესტივალიდან წამოსული ფერადი მუხტი უამრავმა ადამიანმა გაიზიარა! მიუხედავად იმისა, რომ ფერების ფხვნილი მალე გათავდა, მონაწილეები ამაღლებულ განწობას ერთი წამითაც არ დაუტოვებია. მოანიწილეთა განწყობაზე ყველასთვის ცნობილი ბენდები: TSU ART-ი და DJ A2K-ი ზრუნავდნენ.
სხვა სიახლეები