“თბილისი მოლში“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა “ანიტას გულისთვის“მიმდინარეობს

“თბილისი მოლში” საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა “ანიტას გულისთვის“ მიმდინარეობს, ღონისძიება ანიტას ოჯახის მეგობრების ორგანიზებით ტარდება. იმართება ანიმატორების შოუც.
გამოფენა-გაყიდვაზე სხვადასხვა სახის ხელნაკეთი პროდუქციაა წარმოდგენილი. მათი გაყიდვიდან შემოსული მთლიანი თანხა ანიტასთვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება.
ცნობისთვის, ანიტას ​ უმძიმესი დაავადება- დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა, საჭიროა უმოკლეს ვადაში სასწრაფო ოპერაცია, უნდა ჩაიდგას აპარატი რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, მანამ სანამ გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის შეგროვება და დონორის პოვნა მოხერხდება.
საქველმოქმედო ღონისძიებები მეორე კვირაა რაც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 257 000 ევროა შეგროვებული.
ოჯახი ამჟამად ავსტრიაში იმყოფება, ბავშვის მკურნალობა 18 ოქტომბერს დაიწყო „Wiener Neushtadt“-ის საავადმყოფოში. მკურნალობის ფონზე, მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა. განდევნის ფრაქცია 27%-დან 16%-მდე დაეცა, რაც კრიტიკული მაჩვენებელია და საჭიროებს “lvad” აპარატის ჩადგმასა და დონორის გულის რიგში ჩადგომას. ასევე, შესაძლებლობიდან გამომდინარე, ბავშვის სხვა ქვეყანაშიც გადაყვანაც განიხილება.

კომენტარები

სხვა სიახლეები