თბილისი და აბასთუმანი WHO-ს მონაცემთა ბაზაში 3000 ქალაქს შორის მოხვდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მსოფლიოს 103 ქვეყნის 3000 ქალაქში, ჰაერის დაბინძურების დონის განმსაზღვრელი13271986_1019436544760151_329439251_o მონაცემები გამოაქვეყნა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე ნაკლებად დაბინძურებული ჰაერი ფინეთსა და ისლანდიაშია, ხოლო ყველაზე დაბინძურებული ჰაერი – ნიგერიის ქალაქ ონიტშაში. მას მოსდევს პაკისტანის ქალაქი ფეშავარი და ირანის ქალაქი ზაბოლი.
საქართველოდან WHO-ს მონაცემთა ბაზაში მხოლოდ ორი ქალაქი, თბილისი და აბასთუმანია შესული. საქართველოში ამ მონაცემებს მხოლოდ ორი სადგური არსებობს და სიაში ეს ორი ქალაქიც სწორედ ამიტომ მოხვდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ფლავია ბუსტეროს თქმით, ჰაერის დაბინძურება უამრავი დაავადების გამომწვევ რისკს ზრდის. მათ შორისაა ფილტვის კიბო და ასთმა. ყველაზე მეტად ჰაერის ხარისხი კი ახალგაზრდებსა და მოხუცებზე მოქმედებს. ამ მიზეზით მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება.

კომენტარები

სხვა სიახლეები