თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

დღეს, 30 მაისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ ოთხ (მე-3, მე-5, მე-6 და მე-11) პავილიონში ოფიციალურად გაიხსნა.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გიწვევთ თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალზე.

თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვევა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) უმაღლესი რანგის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: ჰიუგო ზეტცერი – გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ხოსე ბორგინო – გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ვილმარ დიპგრონდი – სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის თავმჯდომარე.

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის დელეგაციის მონაწილეობით, ფესტივალის ფარგლებში, ქართველ საგამომცემლო პროფესიონალებთან ერთად იგეგმება ერთდღიანი კონფერენციაც, რომელზეც განხილული იქნება ქართული თუ მსოფლიო საგამომცემლო სფეროს ყველაზე აქტუალური საკითხები.

კომენტარები

სხვა სიახლეები