თბილისის პარკინგის SMS სერვისი ამოქმედდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მძღოლები SMS შეტყობინების სერვისით ისარგებლებენ.

სერვისის გასააქტიურებლად აუცილებელია, მომხმარებელმა გაიაროს რეგისტრაცია თბილისის პარკინგის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.parking.tbilisi.gov.ge).

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, SMS-ით ​მიიღოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

პარკირების შეძენილი საშვის მოქმედების ვადა;
პარკირების შეძენილი საშვის ვადის ამოწურვის შეტყობინება 10 დღით ადრე;
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაჯარიმების შესახებ (საჯარიმო ქვითრის მითითებით);
საურავის დარიცხვის შესახებ (საჯარიმო ქვითრის მითითებით);
სპეციალურ საჯარიმო სადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანის შესახებ.

კომენტარები

სხვა სიახლეები