თბილისის მცხოვრებლების რამდენი პროცენტი აღნიშნავს ვალენტინობას

​კომპანია “ეისითის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თბილისელთა უმრავლესობას (97%) ვალენტინობის შესახებ სმენია, თუმცა ზუსტი თარიღის შესახებ მხოლოდ 76%-მა იცის.​ცნობადობასთან შედარებით, დედაქალაქში არცთუ ისე დიდია ვალენტინობის აღნიშვნის მაჩვენებელი – 25%. მათ შორის, ვინც აღნიშნავს სიყვარულის დღეს, უმრავლესობა (74%) ამ დღესთან დაკავშირებით საჩუქარს ყიდულობს, 9% მეორე ნახევრისთვის რომანტიკულ საღამოს აწყობს სახლში, ხოლო 7% კი რესტორანში. მეორე ნახევარი თბილისის მოსახლეობის 60%-ს ჰყავს. თუმცა ეს მაჩვენებელი 18-24 წლის ახალგაზრდებში დაბალია (25%).
გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით, 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 იანვარში.
მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. კვლევის ფარგლებში გამოყენებულია პირისპირ ინტერვიუს მეთოდი.

კომენტარები

სხვა სიახლეები