თბილისის ინფექციური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. საუბარია თენგიზ ცერცვაძის სახელით შექმნილ ყალბ Facebook–გვერდზე, სადაც ცრუ ინფორმაცია ვრცელდება:

“სამწუხაროდ, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის ფეიკ-გვერდები შექმნეს. ასეთ ერთ-ერთ გვერდზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ინფექციურ საავადმყოფოში covid 19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმისგან შექმნეს მედიკამენტი, რომლის საშუალებით ხუთი პაციენტი უკვე განიკურნა!…

ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება! გთხოვთ, არ დაიჯეროთ ეს სიყალბე და ენდეთ მხოლოდ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, რომელიც გადამოწმებულია და სანდო”, – აცხადებენ შიდსის ცენტრში”.

კომენტარები

სხვა სიახლეები