თაყვანისმცემლების აქტიურობა ჯანეტ ქერდიყოშვილს ყელში ამოუვიდა – “მაღიზიანებს ჩემი ენერგიის დახარჯვა ამ ადამიანებზე”

„მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილი ჟურნალ “სარკესთან” თავის თაყვანისმცემლებზე საუბრობს. მოდელის თქმით, ის თაყვანისმცემლების მოწერილს პასუხს არ სცემს, მას თავისი ენერგიის მათზე ხარჯვა აღიზიანებს.
“ადრე ზრდილობის გამო ორ კვირაში, თვეში ერთხელ თუ გავცემდი პასუხს, მადლობას გადავუხდიდი. ბოლო დროს მივხვდი, რომ მაღიზიანებს ზედმეტი ლაპარაკი, ურთიერთობები, ჩემი ენერგიის დახარჯვა ამ ადამიანებზე. ამიტომ არავის ვცემ პასუხს. ამომივიდა ყელში”, – ამბობს ჯანეტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები