თაფლობის თვის გასატარებლად საბერძნეთში ჩასული წყვილის ტრაგიკული ისტორია (ფოტო)

ირლანდიელები – ბრაიან ო’კალაჰან-ვესტროპი და ზოე ჰოლოჰანი წინა ხუთშაბათს დაქორწინდნენ და თაფლობის თვის გატარება საბერძნეთში გადაწყვიტეს. ისინი მატიში გაჩენილი ხანძრის დროს ცალ-ცალკე აღმოჩნდნენ. ცოლ-ქმარი მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მათ საშინელი ხანძარი დაეწია. ზოემ გაქცევა შეძლო, მისმა მეუღლემ კი, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ხანძრისგან თავის დაღწევა. სანამ ზოეს ახლომდებარე ჰოსპიტალში სამედიცინო დახმარებას უწევდნენ, მისი მეუღლე დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა მალევე საბერძნეთში ირლანდიის ელჩმა მისი გარდაცვალება დაადასტურა.
ო’კალაჰანი საქველმოქმედო ორგანიზაციაში საქმიანობდა, ხოლო მისი ახალშერთული მეუღლე ერთ-ერთი ირლანდიური გამოცემის თანამშრომელია. წყვილი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ცხოვრობდა. ო’კალაჰანის ოჯახში ეს მეორე ტრაგედიაა – რამდენიმე წლის წინ მისი ახალგაზრდა ძმა ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
როგორც მატის ხელისუფლება აცხადებს, ეს დასახლება დღეისთვის აღარ არსებობს – ის ცეცხლმა, ფაქტობრივად, მთლიანად გაანადგურა.

კომენტარები

სხვა სიახლეები