საკრედიტო ბარათები – მარიამის ხელფასი თვეში 1000 დოლარს შეადგენს. საბანკო კრედიტის მომსახურებისთვის ის ბანკებს ყოველთვურად ხელფასის 10 პროცენტს უხდის. ამასთანავე, კრედიტის მთლიანად დაფარვას ის ვერ ახერხებს – გარშემო ხომ იმდენი საინტერესო და საჭირო ნივთია, რომლის შეძენაც მას ასე ძალიან უნდა საკრედიტო ბარათის გამოყენებით.
ავტომობილი – მიხეილს ძალიან უყვარს ავტომობილები. ადრე ის „ჟიგულით“ დადიოდა, ახლა კი „მიცუბიში“ შეიძინა. რა თქმა უნდა, კრედიტის აღებამ მოუწია. ახლა ხელფასის დიდი ნაწილი კრედიტში, მანქანის დაზღვევაში და ბენზინში ეხარჯება, და, რა თქმა უნდა, პარკირებაში.
უწევს ეკონომია – გართობაზე, მკურნალობაზე და ხანდახან საკვებზეც კი.
ქორწილი და დაბადების დღეები – ალისამ გათხოვება გადაწყვიტა. ქორწილის ბიუჯეტი სულ მცირე 12 ათასი დოლარია. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა არც კი გადაეხადა ქორწილი და ეს ფული სამოგზაუროდ, ან მომავალი ოჯახის სახლის მოსაწყობად დაეხარჯა. მაგარამ ქორწილი ხომ ცხოვრებაში ერთხელ არის – თანაც ტრადიციებს რა უყოს? ჰოდა, ალბათ ღირს ამაში 2 წლის შემოსავლის გადახდა. მაგრამ რჩება ახლობლების დაბადების დღეები, ახალი წელი და სხვა დღესასწაულები, მათზე ფულს საიდან ნახავს?ალკოჰოლი – ჯონმა უკვე დიდი ხანია გადაწყვიტა ტრენაჟორის დარბაზში სიარულის დაწყება. გაზრდილმა მუცელმა შეაწუხა და სიარულიც უძნელდება. მაგრამ ჯონს აქვს ერთი ცუდი თვისება – სამსახურიდან დაღლილი რომ მოდის სახლში, აუცილებლად ერთ-ორ კათხა ლუდს „ჩაურტყამს“ ხოლმე, დასვენების დღეებში კი იგივეს მეგობრებთან ერთად აკეთებს – ნერვების დასაწყნარებლად. სავარჯიშოდ დრო აღარ რჩება.
რეკლამა – ელენე ეწევა, სვამს „კოკა-კოკალას“, ღეჭავს „სტიმოროლს“ და ერთდოულად რამდენიმე ჰამბურგერს ჭამს „მაკდონალდსში“. ამასთანავე, ის ფიქრობს, რომ რეკლამა არაფერ შუაშია, და ამ ყველაფერზე ფულის დახარჯვა – მისი პირადი არჩევანია.
ძვირფასი ნივთები – გლებს ბოლო მოდელის 1500 დოლარიანი ლეპტოპი აქვს. ტყავის ქირთუკი, რომელიც ორ ხელფასს უდრის. ამასთანავე, უკეთია სკოჩით დაკერებული სათვალე და დახეული ფეხსაცმელი, პრობლემა ისაა, რომ გლები გამყიდველს ვერ ეუბნება მაღაზიაში – „ჩემთვის ეს ძალიან ძვირია“.
რემონტი – ჯულიეტამ სამზარეულოში 25 ათასი დოლარი გადაიხადა. ეს მისი და მეუღლის ერთი წლის ხელფასია. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა რაიმე უფრო იაფის ამორჩევა, მაგრამ ეს ხომ სამზარეულოა და თანაც იტალიური, ხარისხიანი. მერე რა, რომ მთელი დანარჩენი ბინა გაურემონტებელი დარჩა, სამაგიეროდ, სტუმრები ახლა სამზარეულოში შეჰყავს და ამით დიდ სიამოვნებას იღებს.
Next Post
სხვა სიახლეები