“თანამედროვე ბავშვების აზროვნება უფრო დაწინაურებულია, ამათ უფრო მეტი ნიჭიერება მოაქვთ” – შალვა ამონაშვილი

პედაგოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი გადაცემა „იმედის დღეში“ თანამედროვე ბავშვებზე საუბრობს.

„თანამედროვე ბავშვები ჩემი თაობისბავშვებისგან განსხვავდებიან. მეც ხომ ვიყავი მეოთხე კლასში, მე ასეთ დავალებას მასწავლებელი ვერ მომცემდა, განა იმიტომ, რომ ვერ მოძებნიდა. მე ვერ ამოვხსნიდი, ის ვერ მიმიყვანდა ამ დონემდე. თითქოს ჭკვიანი კაცი ვარ, მაგრამ მე სხვა თაობა ვარ. თანამედროვე ბავშვების აზროვნება უფრო დაწინაურებულია, ამათ უფრო მეტი ნიჭიერება მოაქვთ, ვიდრე ჩემმა თაობამ მოიტანა. ეს თაობა უნდა იყოს არა მომხმარებელი, არამედ მწარმოებელ-შემქმნელი, აღმომჩენი. ამ ახალ თაობას როგორი პედაგოგიკა უნდა? გამოადგებათ თითის ქნევის პედაგოგიკა, ნიშნების პედაგოგიკა? აბა გაკვეთილი მომიყევიო, ამის პედაგოგიკა გამოადგებათ? არა! ახალ ბავშვს ახალი პედაგოგიკა უნდა. ახალი პედაგოგიკა წიგნებში კი არ არის, მასწავლებლის სულში და გულშია,“ – აღნიშნავს შალვა ამონაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები