ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი სოციალურ ქსელში 12 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
“ჩვენი საშველი არ არის – ჯართის შესაგროვებლად წასული მოზარდი დაიღუპა და ჩვენ, ვითომ არაფერი.
ყველაფრის შემცხადებელი ფბ ლომებიც კი დუმან. აბა, ცნობადი ოჯახის შვილს მოსვლოდა რამე, დაიქცეოდა ქვეყანა.
თანაგრძნობასა და სამძიმარშიც რომ შერჩევითობა გვჭირს, მაგიტომაც ვართ ასეთ დღეში”,- წერს მარსაგიშვილი
12 წლის მოზარდი გიგა მამულაშვილი მძიმე სოციალური პირობების გამო ჯართს აგროვებდა, სწორედ ჯართის შესაგროვებლად წასულს უბედური შემთხვევა მოუხდა და დაიღუპა.
მოამზადა სოფიო რატიშვილმა.