ფოტომოდელ თამუნა ვარშალომიძეს მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მისი მეგობარი ნიკა ჭავჭანიძე წერს. შემთხვევა პეკინის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. ვაშალომიძე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში იყო გადასული. ის მანქანისკენ ბრუნდებოდა, რა დროსაც მოსახვევიდან გამოსული მანქანა შეეჯახა. ფოტომოდელი ტრამვატოლოგიურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფლეიბოის მოდელს ორი ნაკერი დაადეს.