თამუნა ვაშალომიძეს გეი მეგობრები არ ჰყავს – „ქორწინება ზედმეტია…“

გასულ კვირას, ამერიკის ყველა შტატში ერთსქესიან შეყვარებულებს ქორწინების უფლება მიეცათ. მიღებულ კანონს მთელს მშობლიოში გამოეხმაურნენ. მათ შორის საქართველოშიც. ბევრი აკრიტიკებს გეების და ლესბოსელების ქორწინების დაკანონებას, ზოგის აზრით კი ამერიკა ბევრად უფრო თავისუფალი ქვეყანა გახდა. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე თამამ ქართველ მოდელს თამუნა ვაშალომიძეს გავესაუბრეთ.

– ამერიკაში ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოშიც. შენ რას ფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით?
– რა უფლება მაქვს, ვინმე განვსაჯო, მაგრამ კანონიერი ქორწინება ჩემის აზრით ზედმეტია!

– გყავს გეი მეგობრები?
– არ მყავს მეგობრები, რომლებსაც თავისივე სქესის ადამიანები უყვართ.

Rating

– არ ფიქრობ, რომ უყვართ ერთმანეთი და ამით არაფერს აშავებენ.
– უყვარდეთ ერთმანეთი. მე არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო. უბრალოდ პროპაგანდის გაწევა არ არის საჭირო. იყავი მშვიდად, შენთვის, ხალხს არ მოახვიო თავზე შენი ორიენტაცია.

– იმავე კანონის საქართველოში მიღება რომ დააპირონ, როგორი რეაქცია გექნება?
– მე უკვე ყველაფერი ვთქვი.

 

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები