თამრიკო ჭოხონელიძე – “არ გრცხვენიაააათ?!”

თამრიკო ჭოხონელიძე ჯანო იზორიას “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” გავარდნას ეხმაურება.
“ეს რა იკადრეს?! არ გრცხვენიაააათ?! ჯანო როგორ არ გადავიდა ფინალში?! ეს ხომ უსამართლობაა და ძალიან დიდი თანაც! მე შარშან მარიამთან დაკავშირებით ხომ არაფერი მითქვამს, თუმცა დიდზე დიდი უნამუსობა იყო! დიდი უსამართლობა იყო! დღეს თამამად ვამბობ – ეს ხალხის შეურაცხყოფაა! ამას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კაცი, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა თავისი ცეკვით, დიდი შრომით და რაც მთავარია, თავისი კეთილშობილებით ფინალში ყოფნას  – რა გაუკეთეს! ნახეთ რა ხდება სოციალურ ქსელში! აღარ გეყოთ ხალხის გამაიმუნება?! როდემდე?!”, – წერს ჭოხონელიძე.
მომღერალი ჯანო იზორიასაც მიმართავს: “ქართველები კი იყვნენ ერთად, მაგრამ… რას იზამ, ეს არის დღევანდელი ჩვენი უსამართლო ცხოვრების მწარე რეალობა! “შენ არ გინდა – ზურიკელას უნდა” – გაგიგია, ხომ?! არ ინერვიულო! შენ მთავარია ისე იბრძოლე, როგორც ვაჟკაცს ეკადრებოდა და ისე წამოხვედი, როგორც ღირსეულები მოდიან! რაც შეეხება იმას, რომ შენ ეს გჭირდებოდა – მოგეცემა! დაითმინე და აუცილებლად მოგეცემა, რადგან შენ ყველა სიკეთეს იმსახურებ! წარმატებები შენს ლამაზ და საინტერსო გზაზე!”.

კომენტარები

სხვა სიახლეები