თამო ვაშალომიძის გზა ფოტომოდელობისკენ – როგორ გამოიყურებოდა ის კარიერის დასაწყისში და როგორია ახლა (ფოტოკოლაჟი)
ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე ქართულმა საზოგადოებამ სკანდალებით, მათ შორის, დედასთან და მამინაცვალთან ხმაურიანი ისტორიით გაიცნო. “ანტიქრისტე გავაჩინე”, – ამბობდა დედამისი, “, “ის ჩემი ბიოლოგიური შვილი არ არის”, – აცხადებდა მამინაცვალი, თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ, მოდელმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც დედასთან ერთად არის აღბეჭდილი და წერს, რომ “შანსს ყველა იმსახურებს, მით უმეტეს, დედა”.
აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, რომელმაც მოდელის მიმართ საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია: როგორც საზოგადოებაში ვაშალომიძის სკანდალური გამოჩენიდან გაირკვა, ის სამოდელო კარიერის დაწყებამდე, მედავითნე იყო.
სკანდალებისა და ჭორების ფონზე კი მოდელი სამოდელო კარიერას განაგრძობდა და დღეს ის საკმაოდ წარმატებული ფოტომოდელია.
მოდელი პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს. სულ ცოტა ხნის წინ კი მას გოგონა – სოფია შეეძინა, თუმცა ბავშვის მამის ვინაობა დღემდე გასაიდუმლოებულია. მოდელის თქმით, სოფიას მამა საქართველოში არ იმყოფება. თამო ვაშალომიძე ამბობს, რომ მისი შვილის მამა ამერიკის მოქალაქეა და საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ბიზნესმენია.