თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრის, ილია ჯიშკარიანის აწ უკვე ყოფილი თანაშემწის, თამთა თოდაძის დედა, ხათუნა (ნუნუ) ოქროპირიძე, “კვირა +”-ის ინფორმაციით, 2009 წელს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა თაღლითობისა და გაყალბების ბრალდებით დააკავა.
როგორც “კვირა+”-სს წყარო უყვება, მან საპყრობილე რამდენიმე თვეში დატოვა და პირობითი მსჯავრი – 7 წელი ჰქონდა. 2016 წელს კი პირობითი მსჯავრის ვადა გაუვიდა.
აღნიშნულის შესახებ “კვირა +” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, შსს-ში აცხადებენ, რომ პირის ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია არაა საჯარო და მისი მოპოვება მხოლოდ აღნიშნული პირის წერილობითი თანხმობით არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ თამთა თოდაძე საკრებულოს დეპუტატს გაუპატიურების მცდელობასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.