ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ორგანიზებით 18 თებერვალს სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა ცნობილ ადამიანთან შეხვედრა.
როგორც სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სკოლის ეგიდით პროექტის “გავიზიაროთ ცნობილი ადამიანის გამოცდილება” ფარგლებში მოწვეული იყო მომღერალი, თამრიკო ჭოხონელიძე.
“შეხვედრა ძალზედ საინტერესო და მრავლის მომცველი იყო. მომღერალმა თავისი გამოცდილება პატარებს გაუზიარა და მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა. ისაუბრა თავის შემოქმედებაზე, ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობებზე.
თამარ ჭოხონელიძემ თავისი რეპერტუარიდან რამოდენიმე სიმღერა შეასრულა. აგრეთვე იმღერა დუეტში თავის შვილიშვილთან – ელენე მახარაძესთან ერთად.
შეხვედრის ბოლოს სკოლის მოსწავლეებმა და თამარ ჭოხონელიძემ ერთად შეასრულეს არჩილ კერესელიძის სიმღერა “ყელსაბამი” და ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა “გაზაფხული შემოსულა ლენ”,- აცხადებენ სკოლაში.
პროექტი”გავიზიაროთ ცნობილი ადამიანის გამოცდილება” ფ.გოგიჩაიშვილის სკოლის ინიცირებით თვეში ერთხელ ტარდება და მიზნად ისახავს ცნობილი ადამიანების გამოცდილების გაზიარებას მომავალი თაობის მიმართ.
სხვა სიახლეები