თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე: გადალახული აქვს მაგ კაცს ის წერტილი, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან

„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება.

,,იმ ორი ჟურნალისტის საყურადღებოდ მინდა ვთქვა სააკაშვილი რომ ყავდათ ეთერში და შოკში არიან.

რა გიკვირთ? – გადალახული აქვს მაგ კაცს ის წერტილი, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან.

თავის დროზე, სუსტი რგოლები რომ არ ეპოვა ჩვენში და კედელივით დავმდგარიყავით – დაგვეჯახებოდა და მოჯდებოდა.

მისთვისაც კარგი იქნებოდა და ქვეყნისთვისაც.

მაგრამ, მაგან სუსტი რგოლები იპოვა, გაგვარღვია, პარტია დაშალა და ნარჩენს ხელყუმბარასავით იქნევს.

მის გადასარჩენადაც ჯობდა თავისი ვერ გაეტანა! მცირე, მაგრამ მაინც შანსი იყო, აქამდე არ მოსულიყო.

არადა, რა საწყენია? რამხელა მემკვიდრეობის ფიგურაა და რა მდგომარეობაში ჩაიგდო თავი,”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება აქვს ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ.

კომენტარები

სხვა სიახლეები